ჩვენ შესახებ

მშენპარკი – ბეტონის დეკორატიული ნაკეთობები

ჩვენი ამბავი

20 წელი ბეტონის დეკორატიულ ნაკეთობებზე

მშენპარკი უკვე 20 წელია ქუთაისში ამზადებს ბეტონის დეკორატიულ ნაკეთობებს: ქოთნებს, ურნებს, ბაღის სკამებს, ღობის პანელებს, მოაჯირს, დეკორატიულ ბლოკებს, ქვაფენილს, ბორდიურს და კედლის პანელებს ეზოების, ბაღების, ტერასებისა და ფასადებისთვის.

ამ წლების გამოცდილებამ გვასწავლა, რომ კარგი ბეტონის ნაკეთობა მხოლოდ ლამაზი არ უნდა იყოს – ის წლების განმავლობაში უნდა უძლებდეს ყინვას, წვიმასა და მზეს. ამიტომ ყურადღებას ვაქცევთ როგორც მასალას, ისე დამზადების ყველა დეტალს.

გვაქვს მზა მოდელები, თუმცა სიამოვნებით დავამზადებთ თქვენი ზომისა და დიზაინის ნაკეთობასაც. გვითხარით, რა გჭირდებათ, და გირჩევთ, რომელი ფორმა და ფაქტურა შეესაბამება თქვენს ეზოს ან ფასადს.

ჩვენი მისამართია: ქუთაისი, სულხან-საბას #8.

დაგვიკავშირდით
დეკორატიული ბეტონის ბლოკი
რატომ ჩვენ

ჩვენი ძლიერი მხარეები

20წლის გამოცდილება
ხელოსნური დამზადება
ინდივიდუალური ზომები
პატიოსანი მომსახურება

მოდით, ერთად შევქმნათ

გვითხარით, რა გჭირდებათ, და შემოგთავაზებთ შესაფერის ვარიანტს.

პროდუქციის ნახვა